logo
ENG



"ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ლექსო ცოცხალია" - პატრიარქი ლაშქარავას დედას სამძიმარს უცხადებს

12 ივლ 202116:07
3 წუთის საკითხავი
 
"ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ლექსო ცოცხალია" - პატრიარქი ლაშქარავას დედას სამძიმარს უცხადებს

პატრიარქი ილია II 5 ივლისს სასტიკად ნაცემ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას დედას, თინათინ კახიძეს სამძიმარს უცხადებს

"ქალბატონ თინათინ კახიძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა.

ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი.

ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისათვის, მით უმეტეს ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის. ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება.

ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ შინაგანი მშვიდობა და მხნეობა.

ღმერთმა დალოცოს ლექსოს ცოლ-შვილი.

პატივისცემით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი". - წერია პატრიარქის სამძიმარში.

ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების და საპატრიარქოს ორგანიზებულ აქციაზე სასტიკად სცემეს, 11 ივლისის გამთენიისას კი დედამ ის გარდაცვლილი იპოვა. 


close დახურვა